სასწავლო პროექტები

პროექტის სახელწოდება: „ინფორმაციის გადაცემის საშუალებები"


            პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:  მოსწავლეები მოიპოვებენ მასალას ინფორმაციის გადაცემის გზების შესახებ. დაამუშავებენ და წარადგენენ მასალას კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებების შესახებ. 
      

 პროექტის აქტუალობა:  წერილის შექმნისა და ინფორმაციის გადაცემის საშუალებების ისტორიის შესახებ ცნობების მოძიება.
      თანატოლებს გააცნობენ პოპულარულ საფოსტო სერვერებს: Gmail, Yahoo, Mail,  Hotmail. მოამზადებენ საპრეზენტაციო მასალას და საინფორმაციო ბუკლეტს. 

      ასევე მოამზადებენ გზავნილს მოხალისე პედაგოგთან კომუნიკაციისათვის.

პროექტის მიზნები: ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, დამუშავება, შეფასება, ანალიზი. საინფორმაციო ბუკლეტებისა და საპრეზენტაციო მასალის შექმნა.



მონაწილეთა ასაკი:  10-11 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.

მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტზე მუშაობით მოსწავლე შეძლებს, ისტ-ის  გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა გამოიყენოს  და განავითაროს კომპიუტერთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები; გამოიმუშავებს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების, დამუშავების, შეფასების, ანალიზისა და მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარ-ჩვევებს.
      მათ მიერ შექმნილი საინფორმაციო ბუკლეტებითა და საპრეზენტაციო მასალით სარგებლობა შეეძლება სკოლის ყველა კლასის მოსწავლეებს.
 
პ   პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

ვაყალიბებ საპროექტო ჯგუფებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით -
ცალ-ცალკე ფურცლებზე ჩამოვწერ ფუნქციებს:
ამ ფურცლებს ჩავყრი ყუთში და ვთხოვ მოსწავლეებს ამოიღონ იქედან თითო ფურცელი.
ვისაც შეხვდება ერთნაირი ფუნქცია (დავალება) ესეიგი ისინი იქნებიან ერთ ჯგუფში.
ამის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ ძიებას.
ქმნიან დოკუმენტებს რომელსაც ელ. ფოსტის საშუალებით მიგზავნიან მე, რათა გავაერთიანო მათ მიერ მოპოვებული მასალები. პროექტის დასასრულს ჩავატარებ ღია გაკვეთილს სადაც მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს და პროექტორის დახმარებით წარადგენენ აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა ხერხებით დაამზადებულ მასალას, - PowerPoint-ში, შექმნილი ნახატები, საინფორმაციო ბუკლეტებს.




 საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ-ი.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნანა ჩავლეშვილი

 ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: n.CavleSvili@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://n-chavleshvili.blogspot.com/p/blog-page_92.html


Комментариев нет:

Отправить комментарий