გაკვეთილის მთავარი თემა
|
საპრეზენტაციო პროგრამის PowerPoint
|
საგანი/პედაგოგი
|
ისტ, ნანა ჩავლეშვილი
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
დაწყებითი, VI კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
29 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა
|
ისტ-ის გამოყენებით იკვლევს, აკეთებს ანალიზს, ურთიერთთანამშრომლობის
გზით სრულყოფს მასალას, სწავლობს საპრეზენტაციო პროგრამის ელემენტებს, უვითარდება
პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
|
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი
შედეგები
|
ის
ტექნ. VI. 1
მოსწავლე გაიაზრებს
საპრეზენტაციო პროგრამის PowerPoint-ის მნიშვნელობას და შესაძლებლობებს;
მოახდენს ტექსტური, გრაფიკული და
აუდიო-ვიდეო მასალის ეფექტიანად კომბინირებას შესაფერისი ციფრული მასალის
შექმნისას;
ის
ტექნ. VI. 2
ადეკვატურად შეარჩევს ციფრულ
საშუალებებს ცნებების, ობიექტების და პროცესების გამოსახვისას.
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან კომპიუტერის მოწყობილობები,
ტექსტურ რედაქტორში მუშაობის ძირითადი წესები, ფლობენ ინფორმაციას ინტერნეტზე,
როგორც გლობალურ ქსელზე და თავისუფლად შეუძლიათ ინტერნეტიდან სურათებისა და
ტექსტური ინფორმაციის გადმოწერა.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი
შეფასებით და სიტყვიერი კომენტარით.
მოსწავლეები შეფასდებიან კომპიუტერის მიერ:
ტესტებში - მსწავლებელი პროგრამის მიერ;
დავალებებში ( კროსვორდი, გამოიცანი სიტყვა)
- შეტყობინებით „სწორია შეტანილი პასუხი“ ან „შეცდომაა“
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და
ტექნიკური რესურსები
|
MS
Office პროგრამები: PowerPoint 2010; Excel 2010.
კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძღვანელო
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
საორგანიზაციო საკითხები - 2 წთ
A ფაზა
- 18 წთ
წინა გაკვეთილზე მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და
მივეცი დავალება:
1 ჯგუფს - მოემზადებინათ პრეზენტაცია ”როგორ შეიქმნა
კომპიუტერი“ და წარმოედგინათ ის MS Word-ში.
II ჯგუფს იგივე ინფორმაცია ზეპირად უნდა წარმოედგინა.
III ჯგუფს
უნდა გაეკეთებინა გაზეთი.
ამის შემდეგ მე ვუჩვენებ მოსწავლეებს ჩემ მიერ შექმნილ
პრეზენტაციას და ვთხოვ მათ დაფიქრდნენ და მითხრან როგორ ნამუშევარს ისინი უფრო ადვილად
აღიქვამენ და დაიმახსოვრებენ. მოსწავლეები
მიდიან იმ დასკვნამდე, რომ კომპიუტერის დახმარებით ადვილად შეიძლება ეფექტური და
საინტერესო საპრეზენტაციო ნამუშევრის მომზადება, და თანაც მოკლე დროში
პროექტორის დახმარებით ვაცნობ მათ რა არის
პრეზენტაცია და რომელ პროგრამაში მზადდება იგი.
ვასწავლი ახალი საპრეზენტაციო დოკუმენტის შექმნას.
გავაცნობ MS PowerPoint 2010 ინტერფეისს, პროგრამის ძირითად
ბრძანებებს: სლაიდზე ტექსტის დაწერას, ტექსტის გაფორმებას, სლაიდზე სურათების ჩასმას,
ახალი სლაიდების დამატებას. საპრეზანტაციო დოკუმენტის შენახვას.
კომპიუტერზე მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად.
B
ფაზა / ცოდნის კონსტრუირება 20 წთ
ვთხოვ
მოსწავლეებს გადაშალონ წიგნები შესაბამისს გვერდზე და ნიმუშის
მიხედვით, შექმნან ახალი საპრეზენტაციო დოკუმენტი.
ამ ყველაფერს მე ვასრულებ მოსწავლეებთან ერთად, რასაც
ისინი პროექტორის საშუალებით აკვირდებიან. ან სათითაოდ გამომყავს მოსწავლეები და
ისე ვაკეთებთ ამ სლაიდებს
C ფაზა
/ რეფლექსია -5 წთ
მოსწავლეებს ინდივიდუალურად ურიგდებათ ბარათები სადაც არის
კითხვები, თან მასწავლებელი ეუბნება მათ გულახდილად შეავსონ იგი
კითხვები:
|
გაკვათილის გეგმები
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий